ხვალ იორმუღანლოს თემის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

თუკი ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულები არ გაკმაყოფილებთ და მიგაჩნიათ, რომ ამა თუ იმ საგანში საგამოცდო ტესტი იმაზე უკეთ დაწერეთ, ვიდრე შეგაფასეს, შეგიძლიათ გაასაჩივროთ.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა

აგვისტოს ომიდან უკვე 10 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების: რევაზ მამისაშვილის საფლავი (სოფ. მარიამჯვარი) და გიორგი კირაკოზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი (სოფ. ჩაილურში) ყვავილებით შეამკეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, საგარეჯოს მაჟორიტარმა-დეპუტატმა რომან მუჩიაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ალექსი გილაშვილმა … Continued

გრიგოლ ვაშაძე იორმუღანლოს მოსახლეობას შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა. როგორც შეხვედრაზე მყოფმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ 10 სხვა პარტიასთან გაერთიანდა და დაასახელა პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 28 ოქტომბერი გადაწყდა. ამის შესახებ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

2 აგვისტოს სოფელ დუზაგრამაში ელექტროენერგია გაითიშება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

საქართველოში რეზერვის საპილოტე პროგრამა იწყება [Audio]

საქართველოში აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის განხორციელება იწყება. პირველ ეტაპზე, მოხდება კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონების მცხოვრებლების მიღება ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში.

28 ივლისის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება [Audio]

საგარეჯოელი ახალგაზრდა ნადირობისას დაიღუპა; სპორტულ კლუბ „იაგუარს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ტატამს გადასცემს; პირველად კახეთში ხილის ფესტივალი გაიმართება – ვრცლად ამ და სხვა საინტერესო ამბების შესახებ მოისმინეთე 28 ივლისის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში, ნატალია ბარბაქაძესთან ერთად.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ – თელავში სამუშაო შეხვედრა გაიმართება

30 ივლისს, 14:00 საათზე, თელავის დემოკრატიის სკოლის(EECMD )და თელავის მერიის ორგანიზებით, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, გაიმართება სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულების მონაწილეობით.

ატმოსფერული ჰაერის ახალი სტანდარტი საქართველოში

2018 წლის 1 აგვისტოდან ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები ინერგება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით.

სპორტულ კლუბ „იაგუარს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ტატამს გადასცემს [Audio]

სპორტული კლუბი იაგუარი უკვე 5 წელია რაც ჩამოყალიბდა, დღეისათვის იორმუღანლოს თემის, სოფელ ლამბალოს სკოლის დარბაზში აქტიურად ვარჯიშობს და წარმატებებიც აქვს. მწვრთნელის იბრაჰიმ მამედოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სავარჯიშოდ არც ტატამი აქვთ და არც შესაბამის რაოდენობის ე.წ. „გრუშა“, მათ გუნდში მაინც … Continued

,, ზაფხულის გარეჯული საღამოები“ – ფესტივალი საგარეჯოში [Photos]

საზაფხულო ფესტივალის ,,ზაფხულის გარეჯული საღამოების“ მეორე დღე მაყურებელისთვის მეტად მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩეოდა. საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ წარმოდგენილი იყო ქართველი პოეტებისა და მწერლების შემოქმედება, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქ. საგარეჯოს ოთხივე საჯარო სკოლის მოსწავლეები. აქ შესაძლებელი იყო მოგესმინათ გენიალური ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის … Continued

საგარეჯოში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საგარეჯო, მამისაშვილის ქუჩის მოასფალტებაქალაქ საგარეჯოში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო ქუჩების რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს მამისაშვილის ქუჩის III შესახვევში, რომელსაც შპს „კავკას ავტომაგისტრალი“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება დაახლოებით 300 მეტრის სიგრძის მონაკვეთი. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს. აღნიშნული ქუჩის მოასფალტება … Continued

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პირველი ერთობლივი თათბირი გამართეს

24 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ოთარ ჩალათაშვილმა ერთობლივი თათბირი გამართეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სოფლებში არსებული ყველაზე მწვავე და გადაუდებელი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები, მიმდინარე პროექტები და დაწყებული სამუშაოები.

21 ივლისის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება [Audio]

მთავარი პროკურორის ვინაობა ცნობილია; ქრთამის აღების ფარქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს; თელავში ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი გაიხსნა; საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი, ამ და სხვა საინტერესო ამბების შესხებ მოისმინეთ 21 ივლისის შემაჯამებლ საინფორმაციო გამოშვებაში ნატალია ბარბაქაძესთან ერთად.

გიორგიწმინდის საჯარო სკოლას სახანძრო ფარი გადასცეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსი გილაშვილმა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ საგარეჯოს ხანდაზმულთა ცენტრის მენეჯერმა მაია ალექსიშვილმა, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლას სახანძრო ფარი გადასცეს. ფარი აღჭურვილია ხანძრის ჩასაქრობად საჭირო ყველა აუცილებელი ატრიბუტით.

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თასი 2018“-ის გამარჯვებული „ტისკუპანის“ გუნდი გახდა

ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე მოეწყო ყოველწლიური ტურნირის ფინალი “საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თასი 2018“ მინი ფეხბურთში. ერთმანეთს ადგილობრივ ორგანიზაცია-დაწესებულებები ეჯიბრებოდნენ.

საგარეჯოში მარჯანიშვილის ქუჩა მოასფალტდება

ქალაქ საგარეჯოში,მარჯანიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„ფერიების მეჯლისი“ საგარეჯოში [Photos]

საგარეჯოს კულტურის სახლში ,,ფერიების მეჯლისი“ გაიმართა, სადაც 15 ბავშვი მონაწილეობდა. კონკურსის წამყვანი იყო თემუკა ჭიაურელი.

14 ივლისის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება [Audio]

თელავში ვერტმფრენის ავარიული დაშვებისას დაშავებულები საავადმყოფოებში რჩებიან; იორმუღანლოს თემში ბაღების მშენებლობა იგეგმება; საგარეჯოს მუნიციპალიტეტიში სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა;

იორმუღანლოში სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა [Audio]

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც საქართველოს მელიორაციაში განმარტავენ, განხორციელებული პროექტის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 9500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური განცხადება

საგარეჯოში ძაღლების დახოცვასთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. „ჩვენთვის სოციალური ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ დღეს (12 ივლისს), გამთენიისას, ქალაქ საგარეჯოში ვანდალური ფაქტი მოხდა – რამდენიმე ე.წ უპატრონო ძაღლის მიმართ განხორციელდა არადამიანური ქმედება.

იორმუღანლოს თემში ბაღების მშენებლობა იგეგმება [Audio]

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში  საკუჭნაოებისა და სამზარეულოების მოწესრიგება მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით ამისათვის მიმდინარე წელს 38 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ ეტაპზე  შერჩეულია 8 ობიექტი. ესენია: დუზაგრამის,  გიორგიწმინდის, ხაშმის, უჯარმის, წყაროსთავის, დიდი ჩაილურის,  პატარძეულის N1 და N2 საბავშვო ბაღები.