სოფელ შიბლიანში 32 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა

გუშინ მოსულმა სტიქიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიც დააზარალა. მერის მოადგილის პაატა ასრათაშვილის ინფორმაციით, სოფელ შიბლიანში 30 ჰექტარი რქაწითელი და 2 ჰექტარი სასუფრე ჯიშის ყურძენი 25%-ით დაისეტყვა.

რა ღირს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური შემოწმება [Audio]

სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ავტოტრანსპორტის ნაწილს უკვე შეეხო.

საგარეჯოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

საგარეჯოში ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.

კახეთში მცხოვრებ მუსულმანებს რამაზანი მიულოცეს

posted in: სიახლე | 0

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა კახეთში მცხოვრებ მუსულმან მოსახლეობას წმინდა თვე – რამაზანი მიულოცა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში “იფტარს” (სადღესასწაულო ვახშამი) შეუერთდა.

სოფელ დუზაგრამას ელექტროენერგია შეუწყდება

“კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამას 6 ივნისს, 10:00-დან 17:00სთ-მდე, დენი გაეთიშება.

ნინოწმინდის ბიბლიოთეკაში ღონისძიება ჩატარდება

19 მაისს, 14:00 სთ-ზე,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის ბიბლიოთეკაში, პროექტის “ილია ჭავჭავაძის შემეცნებითი კლუბის”  ფარგლებში ღონისძიება გაიმართება.