საგარეჯოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

საგარეჯოში ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.

პროკურატურამ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას 19 წლის ტემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

სუს-მა კალათბურთის მატჩების ჩაწყობის ბრალდებით მსაჯები, მწვრთნელი და კლუბის თანამფლობელი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ … Continued

ყვარელში პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.წ. დააკავეს.

თელავში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თელავში, თბილისის გზატკეცილის შვიდ ნომერში, 40 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის ბინაში ქირით მარტო ცხოვრობდა.

თელავში მანქანა ქვეითს დაეჯახა

თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე “ოპელის” მარკის ავტომანქანა შუახნის ასაკის ქალს იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდა.

საქართველოში 9 თვის განმავლობაში 22 ქალი მოკლეს

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ლაგოდეხში ფეხითმოსიარულე მამაკაცს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში, ფეხითმოსიარულე 80 წლამდე ასაკის მამაკაცს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდა. ავარიის შედეგად ის შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

შსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას შეუერთდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა.

შს მინისტრი კრიმინალური პოლიციის რეფორმირებას გეგმავს

კრიმინალური პოლიცია, როგორც ძირითადი ხერხემალი სამართალდამცავი სტრუქტურის, უფრო ეფექტური უნდა იყოს- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ოთხი გარდაცვლილი ერთ საკანში – რა შეტყობინება მიიღეს პატიმრების ოჯახებმა

4 დეკემბერს, დაახლოებით 00:00 საათზე, გურჯაანში ერთ-ერთი პატიმრის ოჯახს დაურეკეს და განუცხადეს, რომ მათი შვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი იპოვეს.

ავარია ახმეტაში – ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე “ოპელის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ბოგირს დაეჯახა.

Gürcüstan vətəndaşlarına ikili vətəndaşlıq almağa imkan verir!

    Yeni konstitusiya Gürcüstan vətəndaşlarına ikili vətəndaşlıq almağa imkan verir. GAXA-nın Tiflis müxbirinin məlumatına görə, bu barədə Gürcüstan parlamentinin sədri İrakli Kobaxidze bildirib. Onun sözlərinə görə, Gürcüstan Konstitusiyası yeni redaksiyada ikili vətəndaşlığa liberal yanaşır və Gürcüstan vətəndaşları ikili vətəndaşlıq … Continued

უკანონო სანახშირე ორმოების ყველაზე მეტი ფაქტი საგარეჯოში დაფიქსირდა [Audio]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2017 წლის იანვრიდან დღემდე კახეთის რეგიონში უკანონო 25 სანახშირე ორმო აღმოაჩინა. აქედან, ყველაზე მეტი – 23 შემთხვევა საგარეჯოში დაფიქსირდა, ერთი – თელავში და ერთიც გურჯაანში.