კლუბ იაგუარის სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები არიან [Audio]

იორმუღანლოს თემში არსებულ კლუბ იაგუარის სპორტსმენები ელვინ ქაზუმოვი და თეიმან გაჯიევი კიკბოქსინგში აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები არიან. ტურნირში სულ შვიდი ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში

17 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი ფეხბურთში.

ლევან თედიაშვილის და უშანგი კუზანაშვილის სახელობი ტურნირი კაკაბეთში

14 ივლისს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის – ლევან თედიაშვილის და მსოფლიო ჩემპიონის – უშანგი კუზანაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა.

მდგრადი ენერგეტიკის დღე საგარეჯოში

ევროპის ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს საგარეჯოშიც გაიმართა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის-გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივითა და მერიის ორგანიზებით, ჩატარდა ველოტური და მცირე მასშტაბიანი ექსკურსია სახელწოდებით – “აირჩიე მწვანე-ჯანსაღი მომავლისთვის!“

სპორტულ კლუბ „იაგუარს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ტატამს გადასცემს [Audio]

სპორტული კლუბი იაგუარი უკვე 5 წელია რაც ჩამოყალიბდა, დღეისათვის იორმუღანლოს თემის, სოფელ ლამბალოს სკოლის დარბაზში აქტიურად ვარჯიშობს და წარმატებებიც აქვს. მწვრთნელის იბრაჰიმ მამედოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სავარჯიშოდ არც ტატამი აქვთ და არც შესაბამის რაოდენობის ე.წ. „გრუშა“, მათ გუნდში მაინც … Continued

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თასი 2018“-ის გამარჯვებული „ტისკუპანის“ გუნდი გახდა

ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე მოეწყო ყოველწლიური ტურნირის ფინალი “საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თასი 2018“ მინი ფეხბურთში. ერთმანეთს ადგილობრივ ორგანიზაცია-დაწესებულებები ეჯიბრებოდნენ.

​ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

​ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საგარეჯოელი ძიუდოისტები საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები არიან

რუსეთში ქალაქ სოსნოვი ბორში ჭაბუკთა შორის მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე, საგარეჯოელმა სპორტსმენებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

თავისუფალ ჭიდაობაში ექვსმა საგარეჯოელმა სპორტსმენმა გაიმარჯვა

გურჯაანის რევაზ მინდორაშვილის სახელობის საჭიდაო დარბაზში თავისუფალ ჭიდაობაში რეგიონული ტურნირი გაიმართა, რომელიც გურჯაანის სპორტული სკოლის ყოფილი მწვრთნელის ნოდარ ზავრაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

თოკები ფრენბურთის ბადის ნაცვლად და ოცნება სპორტულ კარიერაზე…

როვლან კალანდაროვი და ელვინ ქარიმოვი დუზაგრამის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები არიან. ბავშვობიდან მეგობრობენ, ერთ კლასში სწავლობენ და თავისუფალ დროსაც ერთად ატარებენ.