გიორგი ერბოწონაშვილი უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა

13 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი გიორგი ერბოწონაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ის თანამშრომლებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.