კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები გრძელდება. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუბუნაური სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

1987 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პირველი დეკემბერი ოფიციალურად იქნა გამოცხადებული შიდსის მსოფლიო დღედ. დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება.