საინფორმაციო გამოშვება 4-9 დეკემბერი [Audio]

ვინ არიან საგარეჯოში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, რომელ მართვის მოწმობებს ეკარგება იურიდიული ძალა, რა შეტყობინება მიიღეს პატიმრების ოჯახებმა და როგორია გასული კვირის კრიმინალური ქრონიკა კახეთში, ვრცლად ამის შესახებ მოისმინეთ 9 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებაში ნატალია ბარბაქაძესთან ერთად.

საქართველოში 9 თვის განმავლობაში 22 ქალი მოკლეს

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რომელ მართვის მოწმობებს ეკარგება იურიდიული ძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება.

როგორია საგარეჯოს მერის მოადგილის ქონება და შემოსავლები

გაგაცნობთ საგარეჯოს მერის მოადგილის პაატა ასრათაშვილის ქონებასა და შემოსავლებს. მისი ქონებრივი დეკლარაცია 4 დეკემბერსაა შევსებული.

ვინ არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები საგარეჯოში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2016–2017 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სია გამოაქვეყნა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან ოქროს მედალი 15-მა მოსწავლემ დაიმსახურა, ხოლო ვერცხლის მედალი – რვამ.