პედაგოგი თეა გურგენიძე საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს უპირისპირდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგი თეა გურგენიძე, რომელსაც მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ, ბრალდებებს უარჰყოფს. პედაგოგი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს მანანა ცუცქირიძეს უპირისპირდება და აცხადებს, რომ პროცესი მისი მხრიდან არის მართული, მიზეზად კი წარსულში მომხდარ პირად კონფლიქტს ასახელებს.

ძალადობის შესაძლო ფაქტი იორმუღანლოს საჯარო სკოლაში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგ თეა გურგენიძეს მეოთხე კლასის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ. როგორც საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ცუცქირიძემ განაცხადა, აღნიშნული ფაქტი კამერამ დააფიქსირა, მანდატურმა კი შესაბამისი ოქმი დაწერა.