მეოთხე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი კარავში ჩაუტარდათ – აქცია იორმუღანლოში [Audio]

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი კარავში ჩაუტარდათ. მშობლები და მოსწავლეები პედაგოგ თეა გურგენიძის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

დღეს იორმუღანლოში კარვების აქცია გაიმართება

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები კარვების აქციას გეგმავენ. ამის შესახებ speqtri.ge-ს სკოლიდან გათავისუფლებულმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლმა თეა გურგენიძემ განუცხადა.