პრეზიდენტის არჩევნებისთვის 25 კანდიდატია რეგისტრირებული

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა.

თეა გურგენიძემ იორმუღანლოს თემში ქართული ენის შესასწავლი წრე გახსნა

თეა გურგენიძემ იორმუღანლოს თემში, ქორწინების სახლის შენობაში ქართული ენის შესასწავლი წრე გახსნა, სადაც ბავშვებს შაბათობით ამეცადინებს.

იორმუღანლოში კერძო საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო

უკვე ერთი კვირაა იორმუღანლოს თემში, ქორწინების სახლის შენობაში კერძო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. ამ დროისთვის ბაღში 30 აღსაზრდელია. როგორც მენეჯერი თეა გურგენიძე ამბობს, მიმდინარე წელს ბავშვების დამატებას კიდევ ელიან.

არჩევნების როლი და მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში [Video]

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო სკოლის“ კახეთის კოორდინატორი ნანა დევიძე ამბობს, ხელისუფლების არჩევითობა დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია.

სოფელ შიბლიანში 32 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა

გუშინ მოსულმა სტიქიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიც დააზარალა. მერის მოადგილის პაატა ასრათაშვილის ინფორმაციით, სოფელ შიბლიანში 30 ჰექტარი რქაწითელი და 2 ჰექტარი სასუფრე ჯიშის ყურძენი 25%-ით დაისეტყვა.

იორმუღანლოს თემში კერძო საბავშვო ბაღი გაიხსნება [Audio]

იორმუღანლოს თემში კერძო საბავშვო ბაღი გაიხსნება. როგორც მისი დამფუძნებელი თეა გურგენიძე ამბობს, ბაღი სამენოვანი იქნება და პირველ ეტაპზე 50 ბავშვს მიიღებენ.

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით შსს საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტს წარუდგენს

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების პრაქტიკაში აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მიერ გარკვეული ღონისძიებები დაიგეგმა. უწყებამ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც საქართველოს პარლამენტს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.