იორმუღანლოს თემში არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო
იორმუღანლოს თემში სულ 13 საარჩევნო უბანია. მათგან 4 უბანზე ხმების მეტი რაოდენობა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 9 უბანზე გრიგოლ ვაშაძე ლიდერობდა.
იორმუღანლოს თემში სულ 13 საარჩევნო უბანია. მათგან 4 უბანზე ხმების მეტი რაოდენობა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 9 უბანზე გრიგოლ ვაშაძე ლიდერობდა.
ამომრჩეველმა გასული წლების მსგავსად, საპრეზიდენტო არჩევნებზეც გაგვახალისა კურიოზული წარწერებით. „ვახტანგ გორგასალი“, „დათო მეფე“, „მამას“, „თოზუ არ ხარ სრულწლოვანი“,„ ერთიანად ამოწყდით ყველა“, „შხამიანი გველების სია“ და სხვა ამგვარი წარწერები აღმოაჩინეს დამკვირვებლებმა ბიულეტენების დათვლის დროს.
ცნობილია შედეგები, თუ როგორი იყო ამომრჩევლის აქტივობა 20 საათის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით. 3504082 ამომრჩევლიოდან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 1 637956-მა, რაც საერთო რაოდენობის 46.74%-ია.
„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ დამკვირვეებლმა საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა.
საგარეჯოს ოლქის #38 დუზაგრამის სააჩევნო უბანზე ექვსი ამომრჩეველი კენჭისყრის ოთახში შესვლას და ხმის მიცემას ხელმეორედ ცდილობდა.
სამართალდამცველებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან დაკარგული 30 წლამდე ასაკის მამაკაცი სოფელ ვაშლოვანში იპოვეს.
პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა – ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოდან მოტაცებული გოგონას ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს- ამის შესახებ გოგონას ბიძამ ქაზანფარ მამედოვმა განგვიცხადა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ. გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს.
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლამბალოში 12 ოქტომბერს გატაცებული გოგოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან აღნიშნულ საქმეზე სწრაფ და ქმედითუნარიან რეაგირებას ითხოვდნენ.
დღეს, 18:00 სთ-ზე, დასრულდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა . ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 25 საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა.
მეექვსე დღეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ ალიევ არაზ სახიბ ოღლის ეძებენ.
მეექვსე დღეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ ალიევ არაზ სახიბ ოღლის ეძებენ. 30 წლამდე ასაკის კაცი 11 ოქტომბრის შემდეგ არავის უნახავს.
მეხუთე დღეა იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოდან მოტაცებულ მეთერთმეტეკლასელ გოგონას ეძებენ. სამართალდამცველებმა და ოჯახმა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში ერთ-ერთ სოფელში 17 წლის გოგო 25 წლამდე ასაკის ბიჭმა საკუთარი სახლიდან მოიტაცა. შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 6 საათზე მოხდა.