ლევან თედიაშვილის და უშანგი კუზანაშვილის სახელობი ტურნირი კაკაბეთში

14 ივლისს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის – ლევან თედიაშვილის და მსოფლიო ჩემპიონის – უშანგი კუზანაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა.