სოფელ გომბორში გადაუდებელი დახმარების ცენტრი შენდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”-ს შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსია 50 ლარით გაეზრდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის ზრდაა გათვალისწინებული.

ვის ეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა რამდენიმე კატეგორიის დასაქმებულებისთვის.

კახეთში უკანონო ნადირობის 12 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოვლინდა.

პედაგოგთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის პედაგოგების შრომის ანაზრაურების მინიმალური ოდენობა განსაზღვრა.

40 სახის კოსმეტიკურ საშუალებაში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა

momxmarebeli.ge კოსმეტიკურ-პარფიუმერული საშუალებების კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 40 სახის ნაწარმში ისეთი ნივთიერება აღმოჩნდა, რომელიც ევროკავშირში იკრძალება, რადგან იგი სხვადასხვა დაავადებას იწვევს.

მოძალადეს და მსხვერპლს ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ

ძალადობრივი დანაშაულის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის მიზნით შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ელექტრონული მონიტორინგის სისტემას ნერგავს. ამის შესახებ interpressnews.ge წერს.

სუს-მა საგარეჯოში სკვერის უხარისხოდ რეაბილიტაციისთვის ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითობის ფაქტზე, შპს „ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია“-ს დამფუძნებელი და დირექტორი – ნუგზარ ბ. დააკავეს, ხოლო სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე შპს „არგი ჯგუფი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი – გიორგი … Continued

ნაადრევი ქორწინება-ტრადიცია თუ დანაშაული

ქორწინება ადრეულ ასაკში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საკმაოდ აქტუალური და პრობლემატური თემაა. მსგავსი ფაქტები ხშირია ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში. ნაადრევი და იძულებითი ქორწინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხია. სწორედ ამიტომ მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ქმედება დასჯადია.

როგორია ცხოვრება ქალებისთვის იორმუღანლოს თემში

68 წლის მალაქსა იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამაში ცხოვრობს. ოჯახი 17 წლის ასაკში სიყვარულის გარეშე, მშობლების დაძალებით შექმნა.

ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის საგანმანათლებლო პროგრამებს ახალი კომპონენტი ემატება

საგანმანათლებლო პროგრამებს ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის ახალი კომპონენტი დაემატება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს.

დუზაგრამაში დაზიანებულ ელექტროგადამცემ ბოძებს ცვლიან

posted in: სიახლე | 0

იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამაში ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ენერგო-პრო ჯორჯია 117 ამორტიზებულ საყრდენს ამოცვლის.

რესურსცენტრებში სკოლამდელი განათლების სპეციალისტები დაემატებიან

ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი დაემატება. ამის შესახებ ინფორმაციას, EDU.ARIS.GE ავრცელებს.

24 სექტემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს დენი გაეთიშება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს -ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი.

შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება „სისხლის სამართლის კოდექსით“ დაისჯება

„სისხლის სამართლის კოდექსში“ მიღებული ცვლილებებით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება კრიმინალიზებული ხდება. საკანონმდებლო ცვლილებას, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

მუქი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები (CO) შემცველობაზე შემოწმდებიან

2020 წლიდან ავტომობილს, რომელსაც მუქი შეფერილობის გამონაბოლქვი ექნება, საპატრულო ეკიპაჟი სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებს – ცდება თუ არა ზღვრულ ნორმას გამონაბოლქვში „ცე ოს“ (CO) შემცველობა.

საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 21-22 სექტემრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

21 სექტემბერს საგარეჯოს მოსახლეობის ნაწილს დენი გაეთიშება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა აიკრძალოს

ორ ან მეტ სამსახურში ერთდროულად მუშაობა შესაძლოა აიკრძალოს. შრომის კოდექსში შესატან ამ ცვლილებას „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

სავალდებულო საბაზო განათლება 9-დან 10 წლამდე გაიზრდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსის მარიამ ჩიქობავას თქმით, სამინისტრო ახალ სარეფორმო გადაწყვეტილებაზე მუშაობს, რომელიც სკოლის მესამე საფეხურიდან მე-10 კლასის საბაზისო განათლების საფეხურზე ჩამოწევას გულისხმობს.