7 სექტემბრის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება [Audio]

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა ყველა ორგანიზაციისთვის სავალდებულოა აპელაციისთვის გადახდილი თანხა აბიტურიენტებს ოქტომბრამდე დაუბრუნდებათ ეს და სხვა საინტერესო სიახლეები მოისმინეთ 7 სექტემბრის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში

ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგარეჯოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-გივი მეტრეველმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ-გიორგი ერბოწონაშვილთან, მოადგილებთან-ალექსი გილაშვილთან და შოთა კაკაბაძესთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.

საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა გაიზრდება

სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას ვგეგმავთ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.