აზარტული თამაშების რეკლამა შესაძლოა სრულად აიკრძალოს
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის სრულ აკრძალვას ისახავს მიზნად.
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის სრულ აკრძალვას ისახავს მიზნად.
შსს-მ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
პირველი ნოემბრიდან საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, პიროვნებამ პოლიციას უნდა მიმართოს.
კახეთში პირველად, თელავის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
საჯარო სკოლის დირექტორებისთვის კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის შედეგად, საუკეთესო დირექტორს გამოავლენენ.
კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ყურძნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აშენდება, რომელიც წლიურად 500 ტონა ყურძნის გადამუშავებას შეძლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 21-27 ოქტომბერს განხორციელებული კონტროლის შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 418 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში 29-30 ოქტომბერს თბილი ამინდი იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილება იგეგმება, რომელიც მსჯავრდებულებს მაგისტრატურაზე სწავლის შესაძლებლობას მისცემს.
საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.
გადაცემა “თანასწორობა და კანონმდებლობა.” სტუმრად გურჯაანის მუნიციპალური გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მარიამ სირბილაშვილი.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
რა ცვლილება შევიდა პროგრამაში “დანერგე მომავალი“; სტუდენტებს მასწავლებლის ასისტენტად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ; პედაგოგებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ – ვრცლად ამ და სხვა სიახლეებზე მოისმინეთ 26 ოქტომბრის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში.
სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ.
იორმუღანლოში მცხოვრები 23 წლის თოზუ გულმამედოვა ჟურნალისტია. პროფესიებს მათ თემში გენდერული ნიშნით ჰყოფენ. ქალი ჟურნალისტი იორმუღანლოს თემში ერთადერთი შემთხვევაა, ამიტომ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, უამრავ წინააღმდეგობას წააწყდა.
რადიო ივრისმა დაიწყო რუბრიკა: ბავშვი და გარემო. ჩვენ ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ბავშვებს, მათ სწორ აღზრდა-განათლებასა და განვითარებას ეხება. ჩვენი გადაცემის სტუმარია, ლამბალოს კერძო ბაღის დამფუძნებელი თეა გურგენიძე.
17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს; პოლიციამ აფენში ნარკორეალიზატორი დააკავა; 12 წლამდე ბავშვის სავარძლის გარეშე მგზავრობა, შესაძლოა აიკრძალოს – ვრცლად ამ და სხვა სიახლეებზე მოისმინეთ 19 ოქტომბრის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში.
დღეს, 16 ოქტომბერს, რადიო ივრისის ოფისში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასა და „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენელს შორის.
16 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, იორმუღანლოს ბაზრის ტერიტორიაზე, რადიო ივრისის ოფისში გაიმართება საჯარო შეხვედრა ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების განვითარების სამსახურის უფროს ქეთევან ლაცაბიძესა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.
ლამბალოს სკოლის 7 მოსწავლე მოიწამლა; სიღნაღში ოთხი ობიექტი დაიწვა; საგარეჯოში ჩადენილი მკვლელობის შემდეგ, მამაკაცმა თავი მოიკლა -ვრცლად ამ და სხვა სიახლეებზე მოისმინეთ 12 ოქტომბრის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში.