ერთი წლის განმავლობაში 1992 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, 2 750 რეგულირების ობიექტის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს, რომლის შედეგად, 1992 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

28 დეკემბრის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვება [Audio]

თხევადი აირბალონის ტექნიკური შემოწმება სავალდებულო ხდება; სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს; 2019 წელს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში დაფიქსირდა- ვრცლად ამ და სხვა სიახლეებზე მოისმინეთ 28 დეკემბრის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში.

კახეთში უკანონო თევზჭერის 39 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოავლინეს. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 162 ფაქტი შეიცავს.

ჩიპის გარეშე პირადობის მოწმობის აღება შესაძლებელია

26 დეკემბრიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით, მოქალაქეს შეუძლია აიღოს პირადობის მოწმობა, რომელსაც „ჩიპი“ არ ექნება.

2019 წელს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოავლინეს.

ხარვეზები აზერბაიჯანული სახელმძღვანელოების თარგმანში

ილგარა მამედოვა, რუზანა გუსეინოვა და სეიდასად მამედოვი იორმუღანლოს თემში ცხოვრობენ. ისინი მეთორმეტე კლასში დადიან და მათ მთავარი პრობლემა არასრლულყოფილად ნათარგმნი სახელმძღვანელოებია.

“თანასწორობა და კანონმდებლობა” – რას გულისხმობს ანტიდისკრიმინაციული კანონი [Video]

რას გულისხმობს ანტიდისკრიმინაციული კანონი? – სტუმრად ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტი ლია ხუროშვილი.

თხევადი აირბალონის ტექნიკური შემოწმება სავალდებულო ხდება

ავტომანქანის მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, 2020 წლის 1 იანვრიდან ვალდებულები იქნებიან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლამდე, აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი წარადგინონ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მომხმარებელს მოუწოდებენ, არ შეიძინოს მაღალი რისკის სურსათი – ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტები ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

დუზაგრამასა და იორმუღანლოში 24 დეკემბერს ელექტროენერგია გაითიშება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კლიმატურ საფრთხეებთან ბრძოლაში საქართველოს მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან

კლიმატურ საფრთხეებთან ბრძოლაში საქართველოს მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან. კლიმატური საფრთხეების შესახებ, 19-20 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში გაიმართა სათემო ფორუმი.

პარლამენტის გადაწყვეტილებით 112-ის მომსახურების საფასური ძვირდება

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, 112-ის, მომსახურების საფასური 20 თეთრიდან 50 თეთრამდე იქნება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.

ბავშვი და გარემო: პირველკლასელები საბავშვო ბაღიდან და ბაღის გარეშე [Audio]

დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ თუ რატომ უნდა მიიყვანოს მშობელმა ბავშვი საბავშვო ბაღში. უფრო კონკრეტულად კი, რა განსხვავებაა იმ პირველკლასელებს შორის, რომლებმაც გაიარეს სკოლამდელი აღზრდის კურსი და მათ შორის, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ კონტროლს ამკაცრებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, წინასაახალწლოდ, ხე-მცენარეების მოპოვებაზე ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს 24საათიან რეჟიმში განახორციელებს.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში ცვლილებებია

ცვლილება საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საგარეჯოს მერია საახალწლოდ გრანდიოზულ კონცერტზე უარს ამბობს და შშმ პირებს დაეხმარება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საახალწლო გაფორმება დეკორაციისა და საკონცერტო სცენის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა, არ შედგა.

ახეთში უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთში მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

საქსტატი – საქართველოში საშუალო ხელფასი 1 217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა.

18 დეკემბერს ელექტროენერგია იორმუღანლოსა და დუზაგრამას შეუწყდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი.