რადიო ივრისი 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციაში უფასოდ დაგეხმარებათ

200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციაში რადიო ივრისი უფასო დახმარებას გთავაზობთ.

საბანკო დავალიანების მქონე პირებს 200-ლარიანი დახმარება არ ჩამოეჭრებათ

საბანკო დავალიანების მქონე პირებს 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება არ ჩამოეჭრებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა.

22 აგვისტოს შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება [Audio]

გამოშვებაში მოისმენთ: ვის შეუძლია პირადობის მოწმობის უფასოდ აღება სკოლაში მოსწავლისთვის თმის შეკვრა სავალდებულო იქნება მერია მოსახლეობას 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციაში დახმარებას სთავაზობს

პროგრამას „დანერგე მომავალი“ ახალი კომპონენტი დაემატება

პროგრამას „დანერგე მომავალი” კომპონენტი ემატება, რომელიც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერას ისახავს მიზნად და მრავალწლიანი კულტურების ბაღებში სეტყვის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

წვიმა და ელჭექი, საქართველოში ამინდი შეიცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

ლევან ყანდიაშვილი დიდი სცენის ფინალშია [Video]

გურჯაანელმა ლევან ყანდიაშვილმა, რომელიც მეგაპროექტ „დიდ სცენაში“ კახეთის სახელით გამოდის, მორიგ წარმატებას მიაღწია: დუეტების ნახევარფინალური ტურის ლიდერი გახდა და ფინალში გადავიდა.

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროგრამა 8 000 ლარით გაიზრდება

როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა,ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფარგლებში ონკოდაავადებათა მკურნალობის დასაფარად მთავრობა თანხებს გაზრდის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 9 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 370-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია არასრულწლოვნების მშობლებს რეგისტრაციაში დაეხმარება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია 0- დან 18 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს, სპეციალურ პორტალზე http://daxmareba.moh.gov.ge/ რეგისტრაციის პროცესში დახმარებას გაუწევს.

კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 246 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 5 მდგომარეობა კრიტიკულია.

სოფელ კაზლარში სარწყავი არხის გაწმენდა მიმდინარეობს

დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში სპეცტექნიკის საშუალებით მიმდინარეობდა სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც უხვი ნალექის დროს ჩაიხერგა. შედეგად კი გზები დაიტბორაა და სავალი ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. კაცი, სავარაუდოდ, გუშინ, 18 აგვისტოს დაიკარგა.

კომპანიები 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე სუბსიდიის სახით 30 თეთრს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის რთველში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში 20.000-მდე მევენახე ჩაერთვება.

ვის შეუძლია პირადობის მოწმობის უფასოდ აღება

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემა პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება. აქციით 2019 წლიდან დაიწყო და ამ დროის მონაცემებით 100 000-მა მოქალაქემ ისარგებლა.

სკოლაში მოსწავლისთვის თმის შეკვრა სავალდებულო იქნება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვით, განსაზღვრულია არაერთი რეგულაცია სკოლისთვის, ასევე ვალდებულებები მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.

კახეთში აღებული 176 ნიმუშის პასუხი უარყოფითია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურად მშვიდია.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები სასკოლო სივრცეში ჩაუტარდებათ

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, გაკვეთილები სკოლის შენობაში ჩაუტარდეთ. ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში წერია.

15 აგვისტოს შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება [Audio]

საინფორმაციოში მოისმენთ: კახეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1 სექტემბრიდან დაიწყებს ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დღეიდან იწყება

ვიცი სიტყვის ფასი და სიტყვის საქმედ ქცევაც – დავით სონღულაშვილი

ქართულმა ოცნებამ, დღეს, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი კახეთში წარადგინა. დილით საგარეჯოში დაწყებული ღონისძიება, საღამოს გურჯაანში დასრულდა.

ლელოს დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის ახალგაზრდულ გუნდს შეხვდა

დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო სიღნაღის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეკატერინე ქვლივიძე გურჯაანის ცენტრალურ ოფისში ახალგაზრდულ გუნდს (კომუნიკატორებს ) შეხვდა.

მთავრობამ კარანტინის ვადა ორი დღით შეამცირა

მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, მოქალაქე კარანტინში 14 დღის ნაცვლად 12 დღის განმავლობაში განთავსდება.

კარანტინში მყოფი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

ბათუმში, კარანტინში მყოფი პირი, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ქართულმა ოცნებამ” საგარეჯოელებს დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა

დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგარეჯოს მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.