91 000 ბავშვის მშობელს სოციალური დახმარება უკვე გადაერიცხა

როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, ამ დროისათვის სოციალურ დახმარებაზე განაცხადი უკვე 857 000 ბავშვის მშობელმა გააკეთა.

საქართველოში covid-19-ის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 26,211,198-ს შეადგენს. საქართველოში კი 1,568-ს. აქედან მხოლოდ 270 აქტიური პაციენტია, 1279 განკურნებული და 19 გარდაცვლილი.

პროფესიულ პროგრამებზე ჩამბარებელთა საყურადღებოდ!

ტესტირების შესახებ განცხადება განათლების სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებულია საგამოცდო ბარათზე. ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში. ონლაინ დარეგისტრირებულ პირებს კი მათი ამობეჭდვა შეუძლიათ ვებგვერდის ბმულიდან.

რა წესები უნდა დავიცვათ ბაღში ბავშვის მიყვანისა და გამოყვანისას

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან განახლდება. დაწესებულებებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მათ ახალი სააღმზრდელო წლიდან მოუწევთ.