ეპიდვითარების გამო მატანის სკოლაში სწავლა დისტანციურად დაიწყება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის განყოფილების ხელმძღვღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანაში შექმნილი ეპივითარების გამო სასწავლო პროცესი ხვალიდან ონლაინ რეჟიმში დაიწყება .

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ახმეტასა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყო

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა რომ, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებისა და კონტროლის მიზნით, სოფლებთან: მატანი, ზოდი, ჩხაკაურა და ქიწნისი საკონტროლო პუნქტები მოეწყობა.

დღეს საქართველოში covid-19-ის 165 შემთხვევა დაფიქსირდა

14 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში 165 დადასტურებული შემთხვევაა. რეგიონების მიხედვით კი განაწილება შემდეგნაირია: 109 დაფიქსირდა ბათუმში; 17 – თბილისში; 9 – ზუგდიდში; 9 – გარდაბანში; 6 – გორში; 6 – გურჯაანში; 4 – ოზურგეთში; 4 – ქუთაისში; 1 – მცხეთაში.