საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება საზოგადოებრივ მაუწყებელს შეცდომის გამოსწორებას სთხოვს

2020 წლის 20 სექტემბრის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ შოუ-“მასტერშეფში” ,რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის და დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჟიურის წევრმა ლუკა ნაჭყებიამ თაფლის ინდუსტრია „ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორების ინდუსტრიად”, ასევე როგორც”არასასარგებლო და ღირებულების არმქონე”, “ალერგენ” პროდუქტად მოიხსენია.

28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უფასო აცრებს ჩაატარებს, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში.

გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესი ეტაპობრივად უნდა აღდგეს

სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კოვიდ-19 ლაგოდეხში ინფიცირებული სამი თვის ჩვილის მშობლებსა და ბებიასაც დაუდასტურდათ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამი მათგანი 3 თვის ჩვილის ოჯახის წევრი: მშობლები და ბებიაა.

მკაცრი წესებით, დისციპლინით ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას – გიორგი გახარია

მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.