საქართველოს მთავრობა შეზღუდვებთან დაკავშირებულ შესაძლო კითხვებს პასუხობს
საქართველოს მთავრობა იმ 30 კითხვას პასუხობს, რომელიც შესაძლოა 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდეს.
საქართველოს მთავრობა იმ 30 კითხვას პასუხობს, რომელიც შესაძლოა 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდეს.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვები მკაცრდება. თუ ამ დრომდე ე.წ. კომენდანტის საათი მხოლოდ დიდ ქალაქებში მოქმედებდა და 22 საათიდან იწყებოდა, ამჯერად მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და დროის ხანგრძლივობაც იზრდება.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გაზრდილი მასშტაბების გამო, საკოორდინაციო საბჭომ მსჯელობის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, კონკრეტული შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა.
საგარეჯოს “ჯეო-ჰოსპიტალსი”, ლაგოდეხი “არქიმედე” და თელავის ცენტრალური საავადმყოფო, – ეს იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალია, რომლებიც კახეთის რეგიონში ამ დროისთვის კოვიდ კლინიკის სტატუსით ფუნქციონირებს. თელავის რეფერალური საავადმყოფო კი ჰიბრიდულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდპაციენტებთან ერთად სხვა პაციენტებსაც იღებს.
კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
25 ნოემბრის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 214 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქშია.
სოციალურ ქსელ ფეისბუკზე COVID-19-ის მართვის ვირტუალური ასისტენტი შეიქმნა. მომხმარებლების კითხვებს ავტომატურ რეჟიმში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს.
კახეთში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სტატისტიკური მონაცემების შესახებ დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის სულ 3128 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც ლამბალოსა და იორმუღანლოს საჯარო სკოლები ორშაბათს,16 ნოემბრიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.
15 ნოემბრის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით 126 პირი დაინფიცირდა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებული შემთხვევების სტატისტიკას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქშია, ყველაზე დაბალი კი – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო)უკვე მიიღო.
13 ნოემბრის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით 98 პირი დაინფიცირდა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებული შემთხვევების სტატისტიკას, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღესაც კვლავ დედაქალაქშია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2911 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულია 2421, 41 კი- გარდაცვლილი.
კახეთში, დღეიდან მეორე კოვიდკლინიკამ დაიწყო მუშაობა. თელავის ცენტრალური საავამყოფო 70 საწოლზეა გათლილი, რომელიც სპეციალური ტექნიკით აღიჭურვა, დამონტაჟებულია ხელოვნული სუნთქვის აპარატები.
კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეთ ოჯახის ექიმებთან, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, რა რისკფაქტორები აქვთ ამ ადამიანებს და მათი ჯანმრთელობისთვის, რა შეიძლება იყოს პრობლემა.
24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
ყველა უბნის ხმების დათვლის წინასწარი შედეგებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური პარტია მოხვდება.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.
იმ სკოლის მოსწავლეები, რომელშიც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, ჯერ კიდევ ონლაინ რეჟიმში სწავლობენ. იორმუღანლოს თემში, საარჩევნო უბნები ოთხივე სკოლაში იყო განთავსებული.
იორმუღანლოს თემში, სადაც 13 საარჩევნო უბანი იყო განთავსებული, სახელისუფლო კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა არჩევნები 5 უბანზე წააგო, მათ შორის არის ლამბალოს 4 და თულარის 1 უბანი. აქ ხმების უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ლევან ბეჟაშვილს ერგო.
„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე. დღის განმავლობაში არსებული დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი … Continued
საქართველოში კორონავირუსის 1 791 შემთხვევა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 413 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.