რომელი რიცხვიდან განაახლებს მუშაობას შსს–ს მომსახურების სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს, 1, 2, 3 და 7 იანვარს სააგენტოს სერვისცენტრები არ იმუშავებს.

საქართვეოლოში კორონავირუსის 1738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის არ გაიზრდება – ნათია თურნავა

გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფის გადახედვა წელს არ იგეგმება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაძვირდა

2021 წლის პირველი იანვრიდან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის დენის ტარიფი იზრდება, – შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უკვე მიიღო.

გახარიას თქმით, სრული ლოკდაუნი არ იქნება

ქვეყანაში სრული ლოკდაუნი არ იქნება, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მუღანლოში პოლიციამ 1 კილო ნარკოტიკი ამოიღო [Video]

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული ა.ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში დააკავეს.

კორონავირუსის ვაქცინით პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი და 75 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის ვაქცინით პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი, 75 წელს ზემოთ პირები და მაღალ რისკ–ჯგუფში მყოფი მოქალაქეები აიცრებიან.

პირბადის ტარების წესი 518-მა მოქალაქემ დაარღვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე მკვლელობის ფაქტზე დააკავეს

მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვანო ზანდარაშვილი, პროკურატურამ, შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. დაჭრილია თელავის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი.

ყარაჯალადან 16 წლის გოგოს მოტაცებისთვის 3 პირი დააკავეს

არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 პირი დააკავეს: 1999 წელს დაბადებული ა.ა. 1991 წელს დაბადებული რ.ო. და 1995 წელს დაბადებული ა.ა.

სკოლებში საახალწლო არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება

სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება და 18 იანვრამდე გაგრძელდება. მანამდე კი მოსწავლეებს გაკევეთილები ჩვეულებრივ ისევ ონლაინრეჟიმში ჩაუტარდებათ.

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფშაველში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავა.

მოსწავლეები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და სტუდენტები – აუდიტორიებში: მიხეილ ჩხენკელი

განათლების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განაცხადებით, მოსწავლეები, დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და სტუდენტები აუდიტორიებში, ეს კი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

ლამბალოსა და დუზაგრამის ბაღების აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტები გადასცეს [Audio]

რადგან პანდემიის გამო საბავშვო ბაღები დაკეტილია, კვებისთვის განსაზღვრული და აუთვისებელი თანხით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი -სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტები მოამზადა, რომელიც ასევე მოიცავს საახალწლო სუვენირებსაც.

კახეთში სიჩქარის კონტროლის კამერები ჩაირთო

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ინფორმაციით, კახეთში, აჭარაში, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისში სიჩქარის კონტროლის კამერები ჩაირთო.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე სურსათის გაცემა დღეს დასრულდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი -სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ 1500 აღსაზრდელისთვის საახალწლოდ სასურსათო ამანათების გაცემა გუშინ დაიწყო და პროცესი დღესაც მიმდინარეობს.

მართვის მოწმობა თეორიის გარეშე – გავრცელებულ ინფორმაციას მომსახურების სააგენტოში პასუხობენ

უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მართვის მოწმობის აღება თეორიის გამოცდის გარეშეა შესაძლებელი და აქცია 6 თებერვლიდან 26 თებერვლამდე გაგრძელდება.

მესენჯერი და ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობს. რამ გამოიწვია სოციალურ გვერდებთან გლობალური წვდომის დაკარგვა?

10 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში ინსტაგრამი და მესენჯერი შეფერხებით მუშაობდა. კონკრეტულად შეუძლებელი იყო მესიჯების გაგზავნა ან წაკითხვა. მომხმარებელთა 53% ვერ ახერხებდა მოცემული აპლიკაციებით სარგებლობას.ჯერ-ჯერობით უცნობია შექმნილი შეფერხების მიზეზი. ამ ამბავთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. „ჩვენ ვმუ­შა­ობთ, რომ პრობ­ლე­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად … Continued

დღეს კოვიდ-19-ით 37 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში დღეს კორონა ვირუსის 4146 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 37 ადამიანი. სულ დაინფიცირებულია 183 099 პიროვნება, აქედან გამოჯანმრთელებულია 150 461 და დაღუპულია 1 694. აქტიური ქეისების რაოდენებობა 30 944-ის ტოლია. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში არც ერთი პაციენტი არ იმყოფება.

იორმუღანლოში კორონავირუსით 63 წლის კაცი გარდაიცვალა

კორონავირუსით კახეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი საგარეჯოს და ერთიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.

აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით ბროშურები დაურიგეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს კორონავირუსის შესახებ ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე მომზადებული ბროშურები დაურიგეს.