ონლაინსწავლების ხარვეზები და უპირატესობები [Audio]
ილგარა მამედოვა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსამზადებელ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სხვების მსგავსად, მოუთმენლად ელოდა, როდის დაიწყებოდა სტუდენტობის პერიოდი და როდის შევიდოდა აუდიტორიაში, თუმცა, მისი მოლოდინი და გეგმები კორონავირუსის პანდემიამ შეცვალა და ამ დრომდე ონლაინ სწავლის რეჟიმზეა.