ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგარეჯოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-გივი მეტრეველმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ-გიორგი ერბოწონაშვილთან, მოადგილებთან-ალექსი გილაშვილთან და შოთა კაკაბაძესთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.

შეხვედრებს სამშენებლო-კონტრაქტორი კომპანიების, რეგიონული საინჟინრო-ექსპერტიზისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მონიტორინგი განხორციელდა-სოფელ გომბორში, ხაშმში, ნინოწმინდაში, ქ.საგარეჯოსა და სოფელ უდაბნოში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში უკვე დასრულდა სველი წერტილებისა და საპირფარეშოების მოწყობის სამუშაოები.