შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი კი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

რაც შეეხება მამუკა ბახტაძე, მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა.