გარემოსდამცველებმა კახეთში უკანონო ნადირობის 5 ფაქტი გამოავლინეს


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა.

ყველაზე მეტი, 96 ფაქტი გამოვლინდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ნადირობის -5, ქვემო ქართლში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 9 ფაქტი გამოავლინეს.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 30 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 14 მონადირეს დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა, აკრძალული საშუალებებით კი 88 სამართალდამრღვევმა ინადირა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა,ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.