აფენის თემში 27 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართება

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.

შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ექვს სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

არჩევნები ჩატარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 776 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიები გაუწევენ.

ცესკომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი უკვე გამოაცხადა. ცესკოს მიერ ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.

ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. ცესკომ ასევე დაადგინა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა (მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 50 ამომრჩევლის ხელმოწერით). სხდომაზე ასევე განისაზღვრა სახელმწიფოს მიერ შუალედური არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესიც.

საკრებულოების შუალედური არჩევნები დანიშნა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.