დუზაგრამაში დაზიანებულ ელექტროგადამცემ ბოძებს ცვლიან

posted in: სიახლე | 0

იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამაში ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ენერგო-პრო ჯორჯია
117 ამორტიზებულ საყრდენს ამოცვლის.

4500 მეტრ მანძილზე ღია სადენი, იზოლირებული სადენით შეიცვლება, 175 აბონენტისთვის კი ახალი აღრიცხვის კვანძი და მრიცხველები დამომტაჟდება.

კომპანიაში ამბობენ, რომ ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ძაბვის ხარისხის გაზრდას ელექტროენერგიის უსაფრთხო მიღებას და ავარიული გამორთვების მინიმალურად შემცირებას.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.