ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, მ.ბ.-მ, თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.

ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს.