საქართველოში ძლიერი სიცხეები 4 სექტემბრამდე გაგრძელდება

Hot Temperature Mobile Banner

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბრამდე საქართველოში ტემპერატურა +36, +38 გრადუსი იქნება.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება.

„ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე.“- ნათქვამია განცხადებაში.