სოფელ გომბორში გადაუდებელი დახმარების ცენტრი შენდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”-ს შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 214 849 ლარით ფინანსდება.

სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.