კახეთში უკანონო ნადირობის 12 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოვლინდა.

ყველაზე მეტი, 247 ფაქტი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა.კახეთში – 12, ქვემო ქართლში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 49, აჭარასა და გურიაში – 27, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 15 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ხშირი იყო, აკრძალული საშუალებით, ე.წ. მანოკით ნადირობის ფაქტები. ყველაზე მეტი – 215 „მანოკი“ დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 39, აჭარასა და გურიაში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 23, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 7. ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 309 ხელნაკეთი მოწყობილობა „მანოკი“