საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან: 2019 წლის ისტორიის საუკეთესო მასწავლებელი; 2019 წლის გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი და
2019 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი;

თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად. კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგმა საკუთარი კანდიდატურა თვითონ უნდა წარადგინოს. რეგისტრაცია 23 სექტემბერს დაიწყო და 7 ოქტომბერს დასრულდება.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე კონკურსს გამოეთიშება.