საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 21-22 სექტემრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა და ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი.

ძლიერმა ნალექების გამო მოსალოდნელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება.