რესურსცენტრებს ახალი თანამშრომელი დაემატება


საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სკოლამდელი განათლების მიმართულებით ახალი თანამშრომელი დაემატება. რესურსცენტრები სასურველ კადრებს 6 თვის ვადით დაასაქმებენ და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 800 ლარი იქნება.

ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ფუნქციები იქნება:

სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტებთან ერთად ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრა 2020 წლის აქტივობების დაგეგმვაში; მშობელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა კონსულტირება ხარისხიანი და თანაბრად ხელმისაწვდომი ადრეული და სკოლამდელი განათლების საკითხებზე; სკოლამდელი განათლებიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ასაკის ბავშვების ტრანზიციის პროცესის ხელშეწყობა მშობელთა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების კონსულტირების გზით; მუნიციპალიტეტის აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადების პროცესის ხელშეწყობა; – 2020 წლისთვის დაგეგმილ სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის მოსამზადებელ სამუშაოების ხელშეწყობა;

აპლიკანტს მინიმალური განათლება, ბაკალავრი და 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვება.