სოფელ ყარაჯალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ფეიზულა მამედოვი,სამართალდამცველებმა უკვე დაკავეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ,სოფელ ყარაჯალის ცენტრში,თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე კაცი მოკლა. მომხდარს წარსულში,მხარეებს შორის ინციდენტს უკავშირებენ. გამოძიება 108 ე მუხლით დაიწყო,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.