ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

დაჭრილი სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.ადგილობრივები მომხდარს,წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირებენ. მათივე თქმით მოკლული საქართველოში არ ცხოვრობდა და ის რამდენიმე დღის წინ,სოფელში დედის სანახავად ჩავიდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.