სამ თვეში კახეთის რეგიონში ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სამ თვეში საქართველოს მასშტაბით 8369 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა., რის შედეგადაც 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აქედან 1302-ზე გამოძიება სსკ 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,

კახეთის რეგიონში მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევას 13 ადამიანი ემსხვერპლა, სხეულის დაზიანებები მიიღო 97-მა. ამ მხრივ, თბილისი და იმერეთის რეგიონი ლიდერობს, შემდეგ მოდის აჭარა.

ავარია უმეტესად მოძრაობის ზოლში გადასვლამ ან გასწრებამ გამოიწვია. გარდაცვალება ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბებისას ფიქსირდება, ამ მიზეზით 58 შემთხვევიდან 13 მსხვერპლით დასრულდა. შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევით მომხდარი 75 შემთხვევიდან კი, მსხვერპლი ათს მოჰყვა.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.