ცხოველების წამება პატიმრობით დაისჯება


საქართველოში ცხოველების წამებისთვის ან არასათანადო მოპყრობისთვის პატიმრობა დაწესდა. ამის შესახებ პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო.

კანონის მიხედვით, თუ აქამდე, ცხოველებზე მოძალადე ჯარიმდებოდა ან სიტყვიერ გაფრთხილებას იღებდა, ამჯერად შესაძლოა ერთ წლამდე პატიმრობა შეეფარდოს. დეპუტატებმა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტიცეს. კანონის გამკაცრების ინიციატორი კი, თბილისის მერია იყო. ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, 500 ლარამდე გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელის ზომაც. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველებზე მოძალადე არასრულწლოვანია, პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება და მას ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.