დღეიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო


13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო.

მოსწავლის მშობელმა ან მეურვემ შესაბამისი დოკუმენტები არჩეულ სკოლაში 21 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინოს:

მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ნოტარიულად დამოწმებული;

მოსწავლის ფოტო;

მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი გუშინ, 12 ივნისს დასრულდა.