საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსი იქნება. 26 ივლისს ცალკეულ რაიონებში მოსალოდელია მცირე წვინა. 27 – 28 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +35, +40 გრადუსამდე მოიმატებს. 29 – 30 ივლისს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 27 – 29 ივლისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსის ფარგლებში იქნება. 30 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.