ფერმერებმა ჩაილურში აქცია გამართეს


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში ფერმერებმა და მევენახეებმა აქცია გამართეს. ისინი მათ მიერ წარმოებული პროდუქციის შეუფერხებლად რეალიზაციას და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

,,აქციის გამართვის წინაპირობას ქვეყანაში შექმნილი ვითარება წარმოადგენს, ის მდგომარეობა, რაც შეიძლება ტურისტული ნაკადის შემცირებამ და რუსული ბაზრის შესაძლო დახურვამ გამოიწვიოს. გვსურს, შევხვდეთ პასუხისმგებელ პირებს და მათგან მოვისმინოთ,რა იგეგმება ყურძნის, ღვინისა და ხილის რეალიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან გვაქვს.“

გლეხებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდა. ის აქციის მონაწილეებს გაესაუბრა. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის ორგანიზებას დაჰპირდა.