მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ


მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შსს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს – POLICE.GE დაემატა ინოვაციური სერვისი – ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია.

ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით. კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – police.ge, ე.წ. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით – 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა.