იორმუღანლოს მოსახლეობას ვიწვევთ საჯარო შეხვედრაზე

16 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, იორმუღანლოს ბაზრის ტერიტორიაზე, რადიო ივრისის ოფისში გაიმართება საჯარო შეხვედრა ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების განვითარების სამსახურის უფროს ქეთევან ლაცაბიძესა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ვიწვევთ იორმუღანლოს თემის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დაინტერესებულია სოფლის მეურნეობაში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებით: დანერგე მომავალი, შეღავათიანი აგროკრედიტი და სხვა.

დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღონ კომპეტენტური პასუხები, თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ ამა თუ იმ სახელმწიფო პროგრამაში და მიიღონ დაფინანსება.

საჯარო შეხვედრა ხორციელდება პროექტის: „სათემო რადიოს განვითარება, მოსახლეობის ინფორმირება სახელმწიფო პროექტების შესახებ და მათი ჩართულობის ხელშეწყობა“ ფარგლებში.