იორმუღანლოელების შეკითხვებს სოფლის მეურნეობის სააგენტოს წარმომადგენელი პასუხობდა

დღეს, 16 ოქტომბერს, რადიო ივრისის ოფისში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასა და „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენელს შორის.

მოსახლეობის კითხვებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების განვითარების სამსახურის უფროსი ქეთევან ლაცაბიძე პასუხობდა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ გამოხატა ინტერესი ისეთი პროგრამებისადმი, როგორიცაა დანერგე მომავალი და შეღავათიანი აგროკრედიტი. მათ მიიღეს ინფორმაცია არამარტო მიმდინარე, არამედ იმ პროექტების შესახებაც, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციას სამომავლოდ აქვს დაგეგმილი.

საჯარო შეხვედრა განხორციელდა პროექტის: „სათემო რადიოს განვითარება, მოსახლეობის ინფორმირება სახელმწიფო პროექტების შესახებ და მათი ჩართულობის ხელშეწყობა“ ფარგლებში.
შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც, თუმცა, ღონისძიებას თვითმმართველობიდან არავინ დასწრებია.