ფერადი ბაფთების „ტრადიცია“ იორმუღანლოს თემში

ყველა ერს თავისებური საქორწილო რიტუალი და ტრადიციები აქვს. საზეიმო გარემოს, ლხინის სუფრას თან ერთვის აუცილებლად შესასრულებელი ადათ-წესებიც.

იორმუღანლოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის ქუჩის კარზე შებმული წითე¬ი ბაფთები ოჯახში ახალი წევრის, პატარძლის შესვლას მოასწავლებს. აზერბაიჯანელები წითელ ლენტებს კარზე, ქორწილამდე სამიოთხი დღით ადრე აკეთებენ, ქორწილის შემდეგ კი რამდენიმე დღეში ხსნიან და ეზოში სუფთა ადგილას აგდებენ.

ტრადიციის შესახებ იორმუღანლოს მკვიდრი ჯახანგირავ ველიოღლი გვიყვება.

“პირველ რიგში წყვილის დასალოცად მოგვყავს მოლა, აკურთხებს ის ახალგაზრდებს და წავა. ამის შემდეგ იწყება ქეიფი და მხიარულება. სიძეპატარძლის მაგიდა შემაღლებულ ადგილასაა მოწყობილი. გოგოსაც და ბიჭსაც გვერდში მეგობრები უსხედან, როგორც თქვენთან ჰყავთ ხოლმე მეჯვარეები. სტუმრები ლოცავენ, ადღეგრძელებენ ნეფედედოფალს. ერთ მაგიდასთან ქალები სხედან მეორესთან მამაკაცები. ჩვენთან ასეთი ტრადიციაა. ქალები უფრო მოკრძალებულად იქცევიან, არც სასმელს სვამენ. პატარძლისთვის განსაკუთრებული საჩუქარია ოქროს საყურე, ბეჭედი, ან მაჯის საათი. ქორწილში აუცილებლად სრულდება სპეციალურად ამ დღის ცეკვა. ხალხს წრე აქვს შეკრული და ნეფედედოფალთან ერთად ცეკვავს. ვისურვებდი, რომ კიდევ და კიდევ ბევრი ქორწილი ყოფილიყოს ჩვენს სოფლებში და მთლიანად საქართველოში.როდესაც სიძეს პატარძალი ოჯახში პირველად მიჰყავს, ბიჭის დედა მათ კარში თეფშს უდებს გასატეხად. გადმოცემის თანახმად, რიტუალი ნავსის გასატეხად და მოსაცილებლად სრულდება, რათა დამტვრეულმა ნივთმა თან წაიღოს თუკი ოჯახში რაიმე უარყოფითია.“

შესაძლოა, ეს ცრურწმენაცაა, მაგრამ ტრადიციას ფესვები ღრმად აქვს გადგმული. მოსახლეობა ამბობს, რომ საქოწილო სუფრები ძირითადად შემოდგომობით იშლება, როდესაც ოჯახს მოსავალი ახალი აღებული აქვს და სტუმრების გაძღოლას უფრო ომახიანად ახერხებენ.თუმცა იორმუღანლოში საახალწლოდაც კიდევ რამდენიმე ახალი ოჯახი იქმნება, რასაც კარზე შებმული წითელი ლენტიც მოწმობას.