ხარვეზები აზერბაიჯანული სახელმძღვანელოების თარგმანში

ილგარა მამედოვა, რუზანა გუსეინოვა და სეიდასად მამედოვი იორმუღანლოს თემში ცხოვრობენ. ისინი მეთორმეტე კლასში დადიან და მათ მთავარი პრობლემა არასრლულყოფილად ნათარგმნი სახელმძღვანელოებია.

როგორც რუზანა ამბობს, წიგნები ისეა შედგენილი, რომ მისი გაგება უფროსებსაც უჭირთ.

„მასწავლეებლი კი გვიხსნის, მაგრამ როცა სახლში მივდივართ, იქ ვეღარ ვმეცადინეობთ, გაუგებრად, რთული ენით წერია, ნაწილი კი ქართულადაა, ჩემი კლასელების უმრავლესობას კი ქართული არ ესმის. ეს წიგნები ისეა შედგენილი, ჩვენ კი არა, უფროსებსაც გაუჭირდება გაგება. რა უნდა ვქნათ, უნდა ავდგეთ და ინტერნეტში მოვძებნოთ ინფორმაცია. ჩვენ თემში ინტერნეტი მხოლოდ 40%-ს აქვს, ზოგს არც ტელეფონი გააჩნია და არც კომპიუტერი. “

ილგარა ამბობს რომ სახელმძვაანელოებით თვითონ პედაგოგებიც არ არიან კმაყოფილი.

„ ჩემ ენას ვერ ვიგებ, ზოგიერთი ისეთი სიტყვაა, ვერ ვხვდები აზერბაიჯანულია თუ არა. წინადადებები არეულია, ერთი სიტყვა რომ უნდა იყოს ბოლში, ხან თავშია და ხან შუაში. ზოგჯერ, კითხვებზე პასუხის საერთოდ არ არის გაკვეთილში. ამ წიგნებით მასწავლებლებიც არ არიან კმაყოფილი თუკი მასწავლებელმა არ იცის ქართული და გაკვეთილის ნაწილი ქართულადაა, ჩვენ როგორ უნდა გვასწავლოს?

სეიდასადმა ქართული ენა კარგად იცის და ვისაც გაკვეთილის გაგება უჭირს მის თარგმნაში ეხმარება.

„როცა ქართულად წერია ტექსტი, ბავშვები მეუბნებიან, გადაგვითარგმენო. ვუთარგმნი, ვეხმარები, მაგრამ მხოლოდ ჩემი დახმარებით არ გამოვა რამე. აუცილებლად რამე უნდა შეიცვალოს.“
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც არაქართულენოვანი მოსწავლეები არასწორად შედგენილი სახელმძღვანელოებით სწავლობენ.

„შვიდი წელია მოსწავლეები ამ სახელძღვანელოებით სწავლობენ. ამ წიგნების შემოტანა იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების აჩემება, რომლებმაც განათლების სისტემის შესახებ არაფერი იციან. მათ მიაჩნდათ, რომ თუ სახელმძღვანელოების 30% ქართულ ენაზე იქნებოდა, ამით მოსწავლე ენას ისწავლიდა. თუმცა ამან შედეგი ვერ მოიტანა, წარმოუდგენელია გაუმართლებელმა გადაწყვეტილებებმა რამე შედეგი მოგვცეს. აქ მთელი პრობლემა ისაა, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები სამინისტროში და იქ მსხდომი ექსპერტები რა რეაგირებას ახდნენ ამაზე. 2013 წელს ინტელექტუალური საკუთრება ჩამოერთვათ გამომცემლობებს და ბეჭდვის პასუხისმგებლობა თავად აიღო განათლების სამინისტრომ, თუმცა 7-12 კლასის სახლმძღვანელოების თარგმანი ვერ უზრუველჰყო. არაქართულენოვანი მოსწავლეები სახელძღვანელოების გარეშე დარჩნენ და ისევ ძველი 2006-2011 წლების სახელძღვანელობეით სწავლობენ,“-ამბობს ტაბატაძე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციიტ, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის სკოლებში ახალ წიგნებს ეტაპობრივად შეიტანენ. თუმცა როდის, არ აკონკრეტებენ.