სოფელ ყარაჯალაში სახლი იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ამ წუთებში, ხანძრის ლოკალიზებას თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახური ცდილობს.
არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლი სხვა საცხოვრებელ სახლებზეც გავრცელდეს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.