რა კანონების ცოდნა მოეთხოვებათ დირექტორობის მსურველებს

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა, დირექტორობის მსურველებს სხვადასხვა კანონების ცოდნას ავალდებულებს.

კანონების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

საქართველოს კონსტიტუცია (თავი მეორე – ადამიანის ძირითადი უფლებები);
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“;
საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“

„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები“;
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“;
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“;
„მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი“;
„სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი;
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანება (I-VIII თავი);

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს N174/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი“;
„საჯარო სკოლის დირექტორის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის №15/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი“;
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“;

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების პირველი მუხლით დადგენილი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები“;
„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმი“.

შეგახსენებთ, რომ საგამოცდო პროგრამა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირებისთვის დამტკიცდა