რა რეკომენდაცებს აძლევს ამირან გამყრელიძე სკოლებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, გრიპის სეზონისა და კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით მშობლებს რეკომენდაციას აძლევს.

მისი თქმით, მშობელმა სიცხიანი ბავშვი სკოლაში არუნდა გაუშვას. ის რეკომენდაციას სკოლებსაც აძლევს და ამბობს, რომ მათ ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად უნდა დაიცვან.
„სკოლებმა გრიპის სეზონი უნდა გაითვალისწინონ. ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა – ბავშვებისთვის სუფთა გარემოს შექმნა, ხელების ხშირად დაბანა, სკოლები ხშირად განიავდეს, ხშირად მოხდეს დაალგება სველი წესით, ჰქონდეთ საპონი და ინფექციის კონტროლის საშუალება. თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს, მშობლებმა ის სკოლაში არ უნდა გაუშვან, ექიმთან წაიყვანონ“, – განაცხადა მან.